მურმან ლებანიძე - "ვიცნობ პოეტებს ახლებს..."

ვიცნობ პოეტებს ახლებს
და არანაკლებ ძველებს,
მათ, ვინც უსხედან დახლებს
და ლექსებს
წერენ ჭრელებს!

ვერ გეტყვით - გრძნობა ზაფრავთ,
არ მითქვამს - ცაში ფრენენ!
მშობელს უდგანან ჩაფრად,
დასხდებიან და
წერენ!

ჰგავს შრომა მათი იმას:
რასაც წერს, კაცს არ სწამდეს,
არ შიოდეს და თივას,
ანუ, ვთქვათ,
ნახერხს ჭამდეს!

ასე ნახერხის ჭამით,
ასე -ფიცით და მტკიცით,
წერენ - დღისით თუ ღამით,
წერენ -
ღამით თუ დღისით!

თან - წიგნი უდევთ დახლთან,
სხვის წიგნს ჩასცქერენ ხარბად,
რომ, თუ საწირო გახდა,
კიდევაც
სცქაფონ სწრაფად...

მაშ, წინ! მაღლა და ზევით,
ჩემო - ვასო და ტასო!
„აგრე ჩიბუხის წევით
წე-
გედეივლით მთასო“

Murman Lebanidze - Vicnob Poetebs Axlebs
მურმან ლებანიძე - ვიცნობ პოეტებს ახლებს...

No comments:

Post a Comment