მურმან ლებანიძე - "მშვენიერია! მიხარია..."

მშვენიერია!
მიხარია - ეს გზაც გაშენდა!
კლდე გაიჭრა და
უშგულისკენ
კლდეში გაჭენდა.

კალა-უშგულო!
აღარ გიჭირს უგზობით აწი!
მაგრამ მე მახსოვს,
ამობრძანდა
აქ ერთხელ კაცი -

კი, მეფისტოლა
კაცი იგი, ალბათ, დაბერდა -
ოცი წლის წინათ,
ზუსტად ოცის,
ამ გზას დაგპირდა!

მშვენიერია!
დიდებული! - ეს გზაც დამშვენდა,
კლდე გაიჭრა და
უშგულისკენ
კლდეში გაჭენდა

ოღონდ ეს მიკვირს:
მშენებლობა რატომ გაძნელდა?!
სამწუხაროა -
ოც წელიწადს
რატომ გაგრძელდა!

Murman Lebanidze - Mshvenieria! Mixaria - Es Gzac Gashenda
მურმან ლებანიძე - მშვენიერია! მიხარია - ეს გზაც გაშენდა

No comments:

Post a Comment