ანაზდად - ზარი! ჩახველება! იღება კარი
და, მსგავსი
გედის, -
თეთრი, ფაშფაშა ყვავილებით შენს წინ დგას ქალი -
დამცემი
ელდის.
ის არც ცოლია, ის არც დაა, არც საყვარელი -
ხატია
მეტის! -
უცხო სინათლე შენს სენაკში, გასახარელი! -
გლოცავს და
გვედრის...
დაიმახსოვრე შენ კი არა, - ოცნებას შენსას,
მრწამსს
შენსას
ეტრფის!
არ დაგავიწყდეს: ხალხისათვის გავალებს კვნესას,
ეს ყვავილი
მას მოაქვს
შენთვის!
Murman Lebanidze - Anazdad - Zari! Chaxveleba! Igeba Kari
მურმან ლებანიძე - ანაზდად - ზარი! ჩახველება! იღება კარი
No comments:
Post a Comment