მურმან ლებანიძე - "ერმილე ჭრელ ყვავილს თიბავს"

ერმილე ჭრელ ყვავილს თიბავს,
მთისრაჭას კარგი გვაქვს ბუნება ,
ჩვენ გორაკს გულდაგულ ჰკიბავს,
მე მიყვარს სამშობლოს ყურება.

ამბობენ- ყვავილებს სტკივათ,
უბრალო ბალახებს -ნაკლებად !
ყვავილი-იქცევა თივად,
რას ვიზამთ-ხარ--ძროხის საკვებად!

ქორთიდან ღრუბელი იძვრის,
დროდადრო ჩაახველებს გასაგებად...
დავკრიფე ყვავილი მინდვრის
სოფლიდან-ქალაქში წასაღებად.

ყვავილი ყვავილთან დაწყვილდა
ბადახშის საყურეებად..
ერმილე მეკითხება :' რად გინდა?"
ვპასუხობ:"ზამთარში საყურებლად!"

პოეტი-ოცნებით თვრება,
წერას და ტკბილ ზამთარს ეპირება.
ერმილე -ყველაფერს ხვდება,
სახეზე ღიმილი ეფინება,,,

გლეხკაცი-ჭრელ ყვავილს თიბავს-
მთისრაჭას-სამოთხეა ბუნება,-
ჩვენს გორაკს,ჭრელ გოტაკს ჰკიბავს,
მე მიყვარს-სამშობლოს ყურება!.

Murman Lebanidze - Ermile Chrel Yvavils Tibavs
მურმან ლებანიძე - ერმილე ჭრელ ყვავილს თიბავს

No comments:

Post a Comment