ლაშა-გიორგი - რაც არ უნდა მთხოვო

რაც არ უნდა მთხოვო,
რაც არ უნდა თქვა,
ეს იქნება მხოლოდ
იადონის ხმა.
თუ ზღვა ვერ ვსვი პეშვით,
რაც არ უნდა იყოს,
ხვნეშით...
ხვნეშით...
ხვნეშით...
მიწამ პირი მიყოს...
მას,კეთილისმყოფელს,
ოდეს ასე მოხდა,
ფიქრი ჰქონდა სოფელს
მიტოვებულ ქოხთა.
ფიქრი ჰქონდა მთების,
ღელვა ჰქონდა ზღვათა,
და არწივთა ფრთების,
სხვათა,
სხვათა,
სხვათა.
გზა ამტვრევდა ლოდინს,
მზეს უნდოდა ეთქვა,
მოვა,
მოვა,
მოდის-
ყვავილების ფეთქვა.

Lasha-Giorgi - Rac Ar Unda Mtxovo

No comments:

Post a Comment