მე გავფრინდი ზეცაში,
დედამიწა ნულია,
ირგვლივ მდუმარებაა,
ირგვლივ სინანულია.
საუბარი არ წყდება,
საუბარი რთულია,
ჩემთან მდუმარებაა,
ჩემთან სინანულია.
თქვენ ვერ ხედავთ იმ მხარეს,
იგი მიმალულია,
იქეთ მდუმარებაა,
აქეთ - სინანულია.
მე გავფრინდი ზეცაში.
მე დავტოვე კარავი.
მომიგონებს სამყარო?
ალბათ არა.არავინ.
Lasha-Giorgi - Me Gavfrindi Zecashi
No comments:
Post a Comment