ოთარ ჭილაძე - წამსვლელი თვითონ დგება და მიდის

წამსვლელი თვითონ დგება და მიდის -
ზღვებსაც აცოფებთ ზედმეტი წვეთი.
მე ჩემს თავს უფრო ძლეირად ვთვლიდი
სხვა არაფერი შემშლია მეტი.

აი, შედეგიც… დრომ მეც გამტეხა.
დრო მეც ზარივით დამემხო თავზე.
არადა, ალბათ კიდევ რამდენ ხანს
უნდა იდინოს ამ მტკვარმა ასე.

Otar Chiladze - Wamsvleli Tviton Dgeba Da Midis

No comments:

Post a Comment