ყვირილობის სეზონი,
ფხოვის მთაზე ირემი,
ტანზე კომბინეზონი,
სიამისგან ირევი.
ძველი ალადასტური,
ხევსურული ბილიკი,
მიყვარს შენი დასტური
და ღიმილი ლირიკით.
ნადირობის ფერია
გზად თუ გადაგეყარა,
ცაც თუ ლურჯი ფერია,
აგვიშენდა ქვეყანა.
მესხური სიამაყე,
მოვარდნილი ტაოდან,
შოთას ლექსზე გაზრდილი
არაერთი თაობა.
აქ იბრძოდა არშუშა,
სადაც დავიარები,
სულმა ვერ მოიშუშა
ძველი ნაიარევი.
გაათეთრეს ფიქრებმა
დიდი მეფე ბრწყინვალე,
ვეტყვი:"ჩვენთან იქნები!"
სოხუმელს და ცხინვალელს.
გზებზე შენი სურნელი,
ყველგან შემომეფეთა,
ღმერთო,შენ გაამრავლე
სამება და გერგეთა.
სადაც ცხვარი მგელობდა,
ვეფხი ძოვდა კრავივით,
სადაც ხმალი მღეროდა,
სააკაძის მკლავივით,
მეც იქ დავცემ სალოცავს,
გადი ეშმავ,განვედი,
ჩემს ქვეყანას დავლოცავ,
გრძედითა და განედით.
ყვირილობა გავშალოთ,
ფხოვის მთებზე ჯოგებად,
არ შევუდრკეთ სამშობლოს,
ღმერთის წინ დაჩოქებას.
ძველი ალადასტური,
ხევსურული ბილიკი,
მიყვარს შენი დასტური
და ღიმილი ლირიკით.
Lasha-Giorgi - Yvirilobis Sezoni
No comments:
Post a Comment