ჰორიზონტზე წყვილი მიდის,
დაჰქრის ქარის ჰანგები,
და ჩურჩული ესმით შინდის,
სხვა არაა გამგები.
წინ, ხეობებს ასდით ბოლი,
ზევით თეთრი ნისლია,
არავინ ყავთ მათ ამყოლი,
შორს ძველი თბილისია.
და ჩურჩულით ამბობს შინდი,
თუ შენა ხარ ხარ წარსულო?
ვაჟი არის როგორც მშვილდი,
ქალღმერთივით ასულო!
ვაჟი არის როგორც ალვა,
შენ ხარ ტურფა გავაზი,
გშვენის კოჭის კაბით მალვა,
და სისხარტე ავაზის!
გოგოს თმაში მზე გაჩრილა,
ჭაპანს წევენ ხარები,
და ზეცისკენ მიიწევენ
ფრთების ჰარამხანები.
ჰორიზონტზე წყვილი მიდის,
დაჰქრის ქარის ჰანგები,
და ჩურჩული ესმით შინდის,
სხვა არაა გამგები.
lasha-giorgi-ckvili
No comments:
Post a Comment