ლაშა-გიორგი - შენ სიფრიფანა ქალი ხარ

შენ სიფრიფანა ქალი ხარ,
ტანაშოლტილი გავაზი,
მიღიმი,ცა გაიხსნება,
და თვალები გაქვს ავაზის.

მიღიმი,ზეცა გაიხსნა,
მოწმე შენებურ ანცობის,
და მე მიწისგან დამიხსნა,
შენი უბრალო ნაცნობი.

დღეს თავი უნდა მოვიკლათ
მე და სამეფო ტიტებმა,
თვალები რომ დაგვიხუჭოს
მაგ საოცნებო თითებმა.

დაღამდა,გულის ადგილას,
აღარაფერი არ დარჩა,
შენთან მოკითხვას მაბარებს
აბოლებული დამბაჩა.

lasha-giorgi-shen sifrifana qali xar

No comments:

Post a Comment