გალაკტიონ ტაბიძე - მგელი ბატკანს შეხვდა ნავსად

მგელი ბატკანს შეხვდა ნავსად,
შეკრთა, დაიბანდა...
ცად კი ერთი კასრის მსგავსად
მთვარის დისკო ჩანდა.

მგელმა ბატკანს ჰკითხა: - კასრის
მსგავსი რაა გარეთ?
ბატკანმა თქვა:- ჩემის აზრით,
ცაზე ბრწყინავს მთვარე...

მგელმა ბატკანს (რა გგონიათ?)
გაჰკრა კბილი ბასრი:
- როგორ ბედავ, იქონიო
საკუთარი აზრი?!

galatkion tabidze - mgeli batkans shexvda navsad

No comments:

Post a Comment