ლაშა-გიორგი - აპნისობას


მშვენიერია აპნისობას ლაჟვარდის ზეცა,
მიწა გულს გახსნის,ყოჩივარდებს გულთან მოიკრავს,
და ამ გაზაფხულს ავადევნებ თვალს და ყურს მეცა,
ქარში ეცდება მსახიობი თავი მოიკლას.

შემოვიარე უსაზმანო ქუჩები ფართო,
სული აღარ მაქვს,უსულო ვარ,მაგრამ მერე რა,
და ეს სპექტაკლი უსათუოდ ძლიერ გამართობს,
ადრე გაზაფხულს სუიციდი გამოერევა.

ნუ იმალებით,გამოაღეთ ყველამ სარკმელი,
მტარვალ კერპების სისხლიანი ნატვრა ასრულდეს,
როგორც ყოველთვის,პიესის გმირს დარჩა სათქმელი,
მაგრამ დრო არის,წარმოდგენა დროზე დასრულდეს!

მშვენიერია აპნისობას ლაჟვარდის ზეცა,
მიწა გულს გახსნის,ყოჩივარდებს გულთან რომ იკრავს
ადრე გაზაფხულს ავადევნებ თვალს და ყურს მეცა,
თეთრი ქარია,მსახიობი ქარში თავს იკლავს!

lasha-giorgi - apnisobas

No comments:

Post a Comment