ლაშა-გიორგი - რა ამაყია

რა ამაყია!რა ამაყია!
არა,არ უყვარს უკან ყურება!
ყველა ოცნება ქარმა დახია,
მაინც ოცნებას ემსახურება!

რა ამაყია!რა ამაყია!
უფლებას აძლევ მერე ინანო,
იმპერატორის ბაღში მარხია
საკურები და თეთრი კიმანო.

რა ამაყია!რა ამაყია!
ამ სიამაყეს ახლავს წვალება!
ძილბურანში ვარ და ნანახია
ქალწულობა და გარდაცვალება!

lasha-giorgi - ra amayia

No comments:

Post a Comment