ლაშა-გიორგი - სულმა მძლია გლეხურმა

სულმა მძლია გლეხურმა,
ქამარ-ხანჯალ-ფარამდი,
სექტემბერს რომ ეხუმრა,
ღრუბელს დავიფარავდი.

შავარდნების განდგომა,
გაზაფხული მარადი,
ოჯალეშის დადგომა,
ეგრისელთა ბარამდი.

მუზის მქონდა თანდგომა,
ავდრამდი თუ დარამდი,
გემებს სურდათ ჩადგომა,
ღუზებს მე ვიპარავდი.

არ იდარდო ჭირიმე,
არ იდარდო,არადა,
უშენობას ვჩივი მე,
ღმერთი დაგვიფარავდა.

ნიჩბები და ტივი და
სარანგთა და არანთა,
სექტემბერი მივიდა
აჭარხლებულ მარანთან.

ჰოდა ვერსად წაველი,
ათერგებულ სისწრაფით,
მივატოვე ცა,ველი,
ისევ შენსკენ ვისწრაფვი!

სულმა მძლია გლეხურმა,
ქამარ-ხანჯალ-ფარამდი,
ტუჩებით რომ გეხუმრა,
შენს თმებს დავიფარავდი.

lasha-giorgi-sulma mdzlia glexurma

No comments:

Post a Comment