ლაშა-გიორგი - მთა-ცა

მე დაგეძებ კონა-კონა,
ქუჩა-ქუჩა,ტყე-ტყე,მთა-ცა,
ღმერთო ჩემო,ეს გოგონა
ვინ მომტაცა,ვინ მომტაცა.
შენზე ფიქრში ბებერ ღამეს
ვანაცვალე პლანეტები,
ჩუმად ვეკითხები წამებს,
რად მიყვარხარ გამეტებით.
მერე ღამეს შეცვლის დილა,
მოქუფრული,ფერით რუხი,
მე კი მთაში,ცხორში მივალ,
ირგვლივს სურნელია მუხის.
ირგვლივ სურნელია ვერხვის,
ირგვლივ სურნელია ანწლის,
მთაში ჩამოვარდა მეხი,
მთაში სულ სხვანაირად წვიმს.
ცხელ კოცონთან,გრძელ ღამეში,
ისევ მოვა შენი ლანდი,
ნეტავ არსად არ გამეშვი,
შემიყვარდი,შემიყვარდი.
მე დაგეძებ კონა-კონა,
ქუჩა-ქუჩა,ტყე-ტყე,მთა-ცა,
ღმერთო ჩემო,ეს გოგონა
ვინ მომტაცა,ვინ მომტაცა.

Lasha-Giorgi - Mta-Ca

No comments:

Post a Comment