ლაშა-გიორგი - გლეხურად

წვიმაში შემომეფეთა,
(წვიმის ხმა იყო მარშივით)
ლოყაწითელი გოგონა
თურაშაული ვაშლივით.
შესციცინებდნენ ქუჩები,
ნაბდად ნისლები ეხურა,
მაბნევდა მისი ტუჩები,
ამაბუტბუტა გლეხურად:
"გულს რად მიკოდავს ისარი,
ან რად დამიგე მახეო,
ქალღმერთი ხარ თუ მისანი,
ანგელოსს გიგავს სახეო!"
დაუბრებული მეგონა,
არ გამიცინა წამითაც,
ეს ძლივს ნაპოვნი გოგონა
სადღა ვეძებო თავიდან.
წვიმას არ ქონდა ავშარი,
თვალებში შემომეფეთა,
გოგო,ნახატი თავშალით,
იყო სადარი მეფეთა.

Lasha-Giorgi - Glexurad

No comments:

Post a Comment