შენ ჩემგან წახვალ,წახვალ ერთ დღესაც,
წახვალ კი არა,უკვე წახვედი,
ზოგი ღრუბელი ეხება მზესაც,
სხვებზე ჯიუტი,სხვებზე თავხედი.
წვიმას აპირებს,იქნებ მშველოდა,
ჩამოერეცხა შენი ლანდები,
წვიმაში ცეკვა ისე გშვენოდა,
ალბათ ოდესღაც მომელანდები.
გინდა გეცეკვო?მაცდურად მიცქერ,
სულ მოიშიშვლე სულის ჩადრები,
მე მიბრუნდება ძველი სიფიცხე,
ჩემი სარკმლის წინ ტოკავს ჭადრები.
შენ ჩემგან წახვალ,წახვალ ერთ დღესაც,
წახვალ კი არა,უკვე წახვედი,
ზოგი ღრუბელი ეხება მზესაც,
სხვებზე ჯიუტი,სხვებზე თავხედი.
Lasha-Giorgi - Shen Chemgan Waxval
No comments:
Post a Comment