ლაშა-გიორგი - შენი დუმილიც ძლიერ მწველია

ბავშვური სახე,თბილი,უმანკო,
ასე მწველი და თან უკარება,
შენ მაინც მითხარ რამე გუმანო,
რას მივაწერო ეს მდუმარება.

თვალებია და ზეცის ფერია,
და მე სახლის წინ ვდგავარ ნარგავთან,
მუდამ გახსოვდეს ჩემო ფერია
რომ შენ არავის,არვის არ გავხარ.

ალბათ ასეთი შეგქმნეს ქარებმა
და სიყვარულიც ასე მწვევია,
ჩამოიარეს გზაზე ქალებმა,
შენი დუმილიც ძლიერ მწველია.

Lasha-Giorgi - Sheni Dumilic Dzlier Mwvelia

No comments:

Post a Comment