ლაშა-გიორგი - ახლა დროა ვებრძოდეთ

ახლა დროა ვებრძოდეთ ეშმასა და შაითანს,
გამარჯვება ახლოა!გამარჯვების გჯეროდეს!
ჩემი გული ძვირფასო,ბევრ განსაცდელს აიტანს,
მოღალატეს აიტანს,მაგრამ ღალატს-ვეროდეს!

მალე მოვა სამყაროს ჭრელი ფერისცვალება,
სიყვარული ახლოა!სიყვარულის გჯეროდეს!
მე შემემთხვა ძვირფასო,ბევრი ტანჯვა-წვალება,
უკუქცევას ავიტან,მიტოვებას-ვეროდეს!

გაზაფხული დამდგარა.ფეხქვეშ ნაზი მოლია,
აღმაფრენა ახლოა!აღმაფრენის გჯეროდეს!
ჩემი სული ძვირფასო,ცრემლით დანამულია,
გაგიჟებას აიტანს,ბორკილებს კი ვეროდეს!

მე წავედი.გავფრინდი.მივატოვე მიწები,
ჰორიზონტზე გადასულს სიო მესალბუნება,
მე ვტყუივარ!მე ვცრუობ!-სირცხვილისგან ვიწვები,
რა მკაცრია ზამთარი!რა მკაცრია ბუნება!

lasha-giorgi-axla droa vebrdzodet

No comments:

Post a Comment