ლაშა-გიორგი - ნეტავ ჩემგან რა გინდა

ნეტავ ჩემგან რას ელი?
ნეტავ ჩემგან რა გინდა?
დაკოჟრილს და დასერილს
მელოდება მაგიდა.

თუმც შენამდე შორია,
და არასდროს მელოდი,
გადავლახე ცხრა მთა და
ცხრავე მთაზე ვმღეროდი.

დაარისხე ზარები,
თუნდაც ყველამ გარიყოს!
არაფერი არ იყოს!
არაფერი არ იყოს!

ჩემგან გინდა რაიმე?
მზე ხარხარებს ბჟოლიდან.
შენ კი ამბობ: - ვაიმე,
მგონი გიცნობ შორიდან.

Lasha-Giorgi - Netav Chemgan Ras Eli

No comments:

Post a Comment