ლაშა-გიორგი - დაუშვით ფარდა

მე უნდა მოვკვდე ერთხელაც,ვიცი,
სულაც არ მინდა ცრემლების გროვა,
თუმც სიცოცხლეზე მოგეცი ფიცი,
ცერბერის ლანდი ჩემამდეც მოვა.
მე მალე წავალ და სანამ გხედავ,
მინდა ერთხელაც გიმღერო გრძნობით,
მერე წავყვები უჩინარ მხედარს,
თქვენ კი,ყველანი ჩემს სახლში მოდით.
დამტოვეთ მარტო,მარტო ჩემს სულთან,
დე,მხარზე მეჯდეს შავი ქიმერა,
ისმის ბღავილი მოწყენილ შუნთა,
სიკვდილი იწყებს გვერდით სიმღერას.
დაუშვით ფარდა!სპექტაკლი მორჩა,
არც სატანაა და აღარც ღმერთი,
გვირაბის ბოლოს სინათლე მოჩანს,
გემშვიდობებით,მივდივარ მკვდრეთით.
მე მალე წავალ და სანამ გხედავ,
მინდა ერთხელაც გიმღერო გრძნობით,
მერე წავყვები უჩინარ მხედარს,
თქვენ კი,ყველანი ჩემს სახლში მოდით.

Lasha-Giorgi - Daushvit Farda

No comments:

Post a Comment