ისევ არეული დაგაქვს ნაბიჯები,
ისევ არეული ხარ და მეღიმება,
როგორც მე მიღირხარ ახლა გაგიჟებით,
ნეტავ სხვისთვისაც თუ ასე ეღირება?
გარეთ მარტოობა ისევ ობოლია,
სული გამითბება ამის შემასმენელს,
ჩვენი სიყვარული ქარებს მოჰყოლია,
ქარის სადღეგრძელოს ხვალაც შემასმევენ.
ჩემი ნაბიჯები არის არეული,
შენი ნაბიჯები ისმის კანტი-კუნტად,
ქარებს მოჰყოლია გრძნობა ღამეული,
ფიფქებს მოჰყოლია გუშინ თოვლის გუნდა.
თოვას მოუხდება ძველი სიმფონია,
დილას ცას მისწვდება ყიჟინა ბავშვების,
შენი თავშალი უბეში მე მქონია,
მაგრამ გადასულა დრო ჭრელი თავშლების.
ისევ არეული დაგაქვს ნაბიჯები,
ისევ არეული ხარ და მეღიმება,
როგორც მე მიღირხარ ახლა გაგიჟებით,
ნეტავ სხვისთვისაც თუ ასე ეღირება?
lasha-giorgi-areuli nabijebi
No comments:
Post a Comment