არ გინდა დაგხატო თვალებით?
მერე აგედევნო ქუჩებში,
ტკივილი მოგიჩანს წვალებით,
ღიმილით გაპობილ ტუჩებში.
არ გინდა ვიფრინოთ ზეცაში?
მთელი დღე ვუსმინოთ ბულბულებს,
როგორც მუჰამედი მექაში,
კალმისტრის ვაწვალებ ბურთულებს.
არ გინდა ტანგო და ამბორი?
რაიმე რომ დაგვრჩეს ღამიდან,
არავინ არ არის გამგონი,
ვეღარც მე ვამბობ თავიდან
რომ სული აივსო ხურდებით,
მინდა სიყვარულს ვფანტავდე,
შენ არასოდეს ხუნდები,
დიდი ხანიც რომ გხატავდე.
შენ თვითონ თუ იცი რა გინდა?
რატომ ხარ რთულიც და მარტივიც?
მე სუსხი მაწუხებს ზამთრიდან,
შენ კი ფორიაქობ მარტივით.
No comments:
Post a Comment