ეგ ტუჩები ვარდისფერი,
როცა ძლიერ მთიშავენ,
წამომცდება სამი სიტყვა,
ღმერთო,რა დაგიშავე.
ბრძოლაა თუ ბედს ვემდური,
თუ მტერს შევრჩი მარტო მე,
ყელთან მადგას საყვედური,
ღმერთო,რად მიმატოვე.
ქართველ კაცს რომ არა გშვენის,
სხვა ერისას მონებდე,
მოყირჭებულს წამოგცდება,
ღმერთო,ნეტავ როდემდე.
დღე გათენდა მშვენიერი,
მზე ევლება კიპაროსს,
და ვჩურჩულებ ბედნიერი,
ღმერთმა ჩვენ დაგვიფაროს.
Lasha-Giorgi - Gmertma Chven Dagvifaros
No comments:
Post a Comment