საწოლს შევატოვე ჩვენი აგონია,
აღმაფრენისა და უცებ გარინდების,
სახლთან,დაჟანგული ძველი ვაგონია,
თავშესაფარია თავის არიდების.
გზები რომ მომეჭრა,ახლა იოლია,
როდესაც დაგტოვე-კვდებოდა ცის კიდე!
მე მომკლავს!მე მომკლავს ჭადრების ირონია.
ოღონდაც!ოღონდაც ტაძრამდე მივიდე!
ღამეს შევატოვე ჩემი აგონია,
მალე დასრულდება შავ-თეთრი სიცოცხლე.
აქვე,მიგდებული ძველი ვაგონია.
მეყოფა!მეყოფა!საკმაოდ ვიცოცხლე!
lasha-giorgi - agonia
No comments:
Post a Comment