ლაშა-გიორგი - შენ რომ გკითხოს კაცმა

შენ რომ გკითხოს კაცმა,
ვარდებს ღუპავს მტვერი,
წამებაა ჯვარცმა,
უნდა გძულდეს მტერი.

რომ გისმენდეს კაცი,
მხოლოდ ქალი სტირის,
მოდაშია ბაცი
ლურჯი მონასტერი.

შენ რომ გკითხოს კაცმა,
დაიმოწმებ ნართებს,
რომ თეთრ ჩოხის ჩაცმა
მარტო ნეფეს მართებს.



აი გისმენ მე და
ააყეფებ კატას,
მე რომიდან დედა,
სიზმრად,საგზალს მატანს.

მე რომ მკითხოს კაცმა,
არარა სჯობს ღვინოს,
კრიალოსნის აცმას,
ნამდვილ,ქართულ კინოს.

lasha-giorgi-shen rom gkitxos kacma

No comments:

Post a Comment