ლაშა-გიორგი - ქარგაშლილო ფაფარო

სურვილი მაქვს ადლიანი,
ქარგაშლილო ფაფარო,
სატრფოს კალთა მადლიანი,
ღამით გადამაფარო.

ჯიშიანი ცხენი მინდა,
ფაშატი ან ტაიჭი,
მიფარავდეს სულიწმინდა,
ვქუხდე:"მიდი-დაიჭი!"

ტყე-ღრეებში ვდევდე ნადირს,
ბუზად ჩანდეს მდევარი,
სამხარზე რომ ჩრდილი გადის,
მქონდეს მწიფე მტევანი.

კოლხეთის ცა იყოს ლურჯი,
ქართლის მქონდეს იერი,
მოღალატე იყოს მუნჯი,
მეგობარი - ძლიერი.

შევცქეროდეთ ღამით მთვარეს,
შენ ასწრებდე ალიონს,
გიკოცნიდე წამწამ-თვალებს,
მზე ქაჩავდეს ყალიონს.

მერე იქნებ მეც დავმშვიდდე,
შემიბრალებს უფალი,
ძველ ნაყანევს გუთნით ვფშვნიდე,
ვიყო თავისუფალი.

სურვილი მაქვს ადლიანი,
ქარგაშლილო ფაფარო,
სატრფოს კალთა მადლიანი,
ღამით გადამაფარო.

lasha-giorgi - qargashlilo fafaro

No comments:

Post a Comment