ლაშა-გიორგი - დაიწყება მარულა

დაიწყება მარულა,
და კლდეები,ფრიალო,
პლანეტების მალულად,
ქარი ავაფრიალო.

თქვენ ხომ არ გეწყინებათ,
თავს რომ არ დავუჯერო,
რიგს გვაჩვევდა განგება,
რიგი იყო უჯერო.

მივყვებოდი ქვიანებს,
ჩაიარეს ბერებმა,
ძლიერ დაიგვიანეს
საოცნებო ფერებმა.

მონასტრისკენ მივდივარ,
ქვემოთ დოღი იწყება,
მგონი, კვერი დამიკრეს
თავმომწონე კვიცებმა.

და იწყება მარულა,
კბოდეები ფრიალო,
მომინდება მალულად,
ქარი ავაფრიალო.

Lasha-Giorgi - Daiwyeba Marula

No comments:

Post a Comment