ლაშა-გიორგი - ოღონდაც იყავი მრავალჟამიერ

შენ დაიპყარი გული და გონება,
და სიჭაბუკე დაიწყო წამიერ,
ვიქნები ღარიბი,არ მინდა ქონება,
ოღონდაც იყავი მრავალჟამიერ.

ჰორიზონტამდე რამდენჯერ მივსულვართ,
ვიგონებ ლექციებს და წიგნის კარადებს,
და შემოჩვეული შენს მიერ ფისუნა,
მომყვება ზღურბლამდე,მომყვება კარამდე.

ჩამესმის სამყაროს ხვნეშა და ხმაური...
იქნებ დაგაბრუნონ იების კონებმა,
თეთრი თოლიები და ლურჯი ზღვაური,
დაიპყრობს ზეცას და გადაღლილ გონებას.

მე წავალ მთებად და ვიქცევი ველებად,
მოვივლი ქვეყანას იმიერ-ამიერ,
და მთელი მსოფლიო შენ შემოგევლება,
ოღონდაც იყავი მრავალჟამიერ.

lasha-giorgi - ogondac iyavi mravaljamier

No comments:

Post a Comment