ვის უნახავს ღამით ცაზე ნახატები ხილულები?
ნატურმორტი შუქჩრდილებით,ვისკის ჭიქა ყინულებით,
ზოგან სჩანან მონღოლები,ანაც შმაგი სარმატები,
ევროპა რომ მოიარეს ცხენითა და წარმატებით.
ვის უნახავს ღამით ცაზე სატრფოს სახის ელვარება?
უერთდება მისტიკა და სულის უცხო მღელვარება,
გიპყრობს მისით და გაბრკოლებს,რომ არა გაქვს ფრთების წილი,
არა და არ გეკიდება სიმშვიდე და ტკბილი ძილი.
ვის უნახავს ღამით ცაზე,ვის უნახავს რამე ანკი,
იქნებ ზეცა ნაპირია აღმა მწოლიარე სარკის,
ვიყურები ამ სარკეში და მიღიმის მთვარე კოხტა,
დათვის თანავარსკვლავედში რაღაც უჩვეულო მოხდა.
ვის უნახავს ღამის ცაზე მორონინე ფანტელები?
კაშნიანი ბავშვები და მეზობელი ჰანტელებით,
იქნებ ვინმეს მეც შევცქერი მისი რომელიმე წრიდან.
სუსხიანი იყო ზეცა და იმ ღამეს მართლა ცრიდა...
და ჩავღუნე თავი დაბლა,თითქოს ვიგრძენ სითბო მიწის,
ლურსმნებივით მესობოდა სიტყვა საშინელი ფიცის:
"თუ როდისმე დაგივიწყო,დამიტირონ მე ძიძებმა,
არ ჩამესმას გაზაფხულის ხელახალი გაღვიძება,
დედა მიწავ,დედა კაცო,სანუკვარო ჩემო მხარე,
ააფეთქე კვირტები და გამახარე,გამახარე!"
ვის უნახავს ღამით ცაზე მოკიაფე ალმასობა?
ბეღურების გადაფრენა,ვარსკვლავების კალმასობა,
ზოგი მოჰგავს შოთას ფრესკას,ზოგს ჰგონია უილიამ,
შენ ამბობ რომ ტყუილია?ყველაფერი ტყუილია!
lasha-giorgi - gamit caze
No comments:
Post a Comment