ლაშა-გიორგი - ჩუმად მიკვირდა

ჩუმად მიკვირდა,რად დუმდა არე,
მთვარემ შორ მთაზე რომ დადო ლელო,
რატომ ღებავდი შავ ფერში ზვარეს,
ღამევ,ქვაბივით ცივო და ბნელო.

მალე გათენდეს!-ხმიანობს ექო,
მალე გათენდეს!-ხმაა ციური,
გული ითხოვდა მზე რომ შემექო,
რომ ვყოფილიყავ ემოციური.

ჩემი ვალია,ვუვლიდე ბექობს,
უნდა გაგათბო,თეთრო თოლია,
თვალს გაგაყოლებ-ამყვება ექო,
ზეცის ტოლია!ზეცის ტოლია!

ჩუმად მიკვირდა,სად იყო ხალხი,
მთვარემ შორ მთაზე რომ დადო ლელო,
ან რატომ გეცვა სამოსი თალხი,
ღამევ,ქვაბივით ცივო და ბნელო.

lasha-giorgi-chumad mikvirda

No comments:

Post a Comment