ლაშა-გიორგი - ნოსტალგია


ჩემი ლამაზი,პატარა სოფელი,
ბავშვობა,ზაფხული,სურო და მამათი,
მზე,ყველასათვის ცხოველისმყოფელი,
მთვარე,რომელიც მზესავით დამნათის.

ყველაზე ლამაზი,პატარა იმედით,
სიზმარში ხედავდი დევსა და წიქარას,
მერე ყველანი ჯოჯოხეთს მივედით,
ოღონდაც იქ არა,ოღონდაც იქ არა!

გულიდან მოსული სიმღერის ნაწყვეტით,
ჩემი ტბის გედები ბოლო დღეს ელიან,
სიყვარულს ვიხსენებ გიჟმაჟს და აწყვეტილს,
ვიხსენებ ყვითელი ფერების ლელიანს.



ყველაზე ლამაზი,პატარა ქალივით,
რომელიც მოჰგავდა ათინას,იზიდას,
რომელსაც ლოყები ჰქონდა მიტკალივით,
რომელიც ყველას და ყველაფერს იზიდავს.

მივედით,ყველანი ზღვარამდე მივედით,
და აბდაუბდა ზმანებას ვედები,
ლოცვით და ჩურჩულით,თვალღია იმედით,
ჩემი ტბის ლელიანს სერავენ გედები.

ძალიან ლამაზი,პატარა სოფელი,
ბავშვობა,ზაფხული,სურო და მამათი,
მზე,ყველასათვის ცხოველისმყოფელი,
მთვარე,რომელიც მზესავით დამნათის.


lasha-giorgi-nostalgia

No comments:

Post a Comment