ლაშა-გიორგი - ნარიყალა

ნარიყალა.ნანგრევები გალავნის,
დახერხილი,დამსხვრეული ბურჯები,
ძველი გზები,დატკეპნილი ქარავნის,
ღვინოს სვამენ მხიარული გურჯები.

ნარიყალავ,შენს პირდაპირ მეტეხი,
შენს ფეხებთან ვეჩურჩულე მდინარეს,
სიმწვანეში ჩაფლულსა და შეტეხილს,
ქალაქს ვხედავ ტკბილი ძილით მძინარეს.

ნარიყალა,როგორც ღამის გუშაგი,
დგას ამაყი და მოელის ალიონს,
ჩამოივლის ადრიანი მუშაკი,
სადღეგრძელო იქნებ მისიც დალიოს.

ათზე მეტი განვლილი საუკუნის,
იერიში თათრისა და მონღოლის,
რა დრო იყო,ვაების და უკუნის!
და რამდენი ცრემლი იგრძნო მომგონის.

ნარიყალა.დამსხვრეული ბურჯები
იგონებენ ხარაჩოს და მშენებელს,
ღვინოს სვამენ მხიარული გურჯები,
მოელიან ახალ აღმაშენებელს.

lasha-giorgi - nariyala

No comments:

Post a Comment