ლაშა-გიორგი - ჯინი ბოთლში

შენ რაც მოგწონდა,ის მომწონს ახლა,
ჩემი ცხოვრება შეცვალე წამსვე,
შენი სურნელი მე ყველგან მახლავს,
თითქოს ჯინი ვარ და ბოთლში ჩამსვეს.

რომ მოვინდომო გავხდები ქარი,
და აზვირთებულ ქუჩებს დავხვეტავ,
ღია დატოვე შენ გულის კარი,
ღია დატოვე,ნუ კი დაკეტავ.

რომ მოვინდომო გავხდები ტალღა,
და გადავცუროთ ერთად დუნია,
მერე,გზის ბოლოს შევიგრძნოთ დაღლა,
ფრთხილად რომ ფეთქავს,შენი გულია.

რა საოცარი სცოდნია სურვილს,
შემოღამება და დაბინდება,
კვლავ შენი მზერა მიღვივებს წყურვილს,
თითქოს ჯინი ვარ,ბოთლში მინდება.

მარტოობასთან მე მყოფდა ფარდა,
შენ ცივი იყავ,როგორც გომბორი,
და მე ვნანობდი,რომ შემიყვარდა,
და მე ვტიროდი,როგორც ობოლი.

Lasha-Giorgi - Jini Botlshi

No comments:

Post a Comment