თვალებს დავხუჭავ და სიბნელის პეიზაჟს ვხედავ
თითქოს ფერხულში ებმებიან გრძელი ხაზები...
ყველა სილუეტს გონებაში ტუსაღად ვკეტავ,
ყოველ საღამოს აჩრდილივით შენ მელანდები...
შენ ყველა სიტყვას იისფერი ფერი დაყვება
ვიცი,სული აქვს შთაბერილი წარმოთქმულ ბგერას...
მე უშენობით მოგზაურს კი, ფიქრი გამყვება...
ლექსებით შევძლებ ჩიტებივით ჰაერში ფრენას....
ახლა კი, როცა მარტოობა ისევ მამძიმებს
მინდა მოვუხმო გაურკვეველ სივრციდან მუზებს...
თორემ ულექსოდ დარჩენილი...ვამჩნევ სიმძიმეს
ვეღარ ვაჩერებ სიღრმეებში ჩაშვებულ ღუზებს...
შენი არსობა უნდა იყოს ვრცელი, მუდმივი
რომ სიყვარულად მოეფინო ბოროტ სიბრტყეებს...
რადგან ყოველი შეჭმულია უსიკეთობით,
მე ისევ ვითვლი უშენობის მორჩილად თვეებს...

Nika norielis - Molandeba

No comments:
Post a Comment