მე თითქოს მარტო ვხევ დღეს სულის მანტიებს,
თუმც ახლის შეკერვას ჯერ არ ვარ ჩვეული...
ხოდა გაგვიღიმეთ შიშვლად დარჩენილებს,
სულის გარდა ხომ შემოგვრჩა სხეული...
მიწას შევერევი, ოღონდ ისე არა -
თქვენ რომ გაიფიქრეთ ახლა დარდიანად...
ვიცი ეს სხეულიც წავა სამუდამოდ,
წავა აჩრდილებთან ქრიზანთემიანად...
მაგრამ ქრიზანთემის ძველად ნასახლარზე,
ისევ ამოიყრის კვირტებს მშვენიერი...
როგორც კეთილ კინოს ხშირად თან დაყვება
ჩქარი დასასრული, მაგრამ ბედნიერი...
მხოლოდ სიზმარია ჩემი თვალთახედვა,
რადგან რეალობა მე ვერ მეგუება...
შენ თუ დაგჭირდება ხვალვე დაიწყება,
ჩემი სიმარტოვის ბედთან შეგუება...
მაგრამ მაპატიე - მე ვერ გაგშორდები,
გული გაღებული, ღიად დამრჩენია...
ხოდა არ ვაპირებ ბედთან დაზავებას,
როგორ მოგატყუო- მე ვერ გამიგია...
Nika norieli - Suls anu shen
თუმც ახლის შეკერვას ჯერ არ ვარ ჩვეული...
ხოდა გაგვიღიმეთ შიშვლად დარჩენილებს,
სულის გარდა ხომ შემოგვრჩა სხეული...
მიწას შევერევი, ოღონდ ისე არა -
თქვენ რომ გაიფიქრეთ ახლა დარდიანად...
ვიცი ეს სხეულიც წავა სამუდამოდ,
წავა აჩრდილებთან ქრიზანთემიანად...
მაგრამ ქრიზანთემის ძველად ნასახლარზე,
ისევ ამოიყრის კვირტებს მშვენიერი...
როგორც კეთილ კინოს ხშირად თან დაყვება
ჩქარი დასასრული, მაგრამ ბედნიერი...
მხოლოდ სიზმარია ჩემი თვალთახედვა,
რადგან რეალობა მე ვერ მეგუება...
შენ თუ დაგჭირდება ხვალვე დაიწყება,
ჩემი სიმარტოვის ბედთან შეგუება...
მაგრამ მაპატიე - მე ვერ გაგშორდები,
გული გაღებული, ღიად დამრჩენია...
ხოდა არ ვაპირებ ბედთან დაზავებას,
როგორ მოგატყუო- მე ვერ გამიგია...
Nika norieli - Suls anu shen
No comments:
Post a Comment