მე ვეძებ სიტყვას გამოგონილს სერაფიმების...
დღეს მიწა ფეთქავს და ქარი მღერის,
მე ვეძებ ქუჩას სამოთხემდე რომ მიმიყვანოს...
ანუ რომ შენთან, ანუ მალე მე რომ მოვიდე,
რომ დღეს სიმშვიდემ ვერ გაბედოს რომ მიმატოვოს...
თუკი დღეისთვის ვერ მოხდება ეს ყველაფერი,
არ მეჩქარება, მე ხვალამდე ვიცი დავიცდი...
უკვე მეოცედ შემოდგომის ვიხილე ფერი,
და კვლავ არ ვიცი დაზამთრებას რატომ განვიცდი...
რატომ განვიცდი მე სიცივის შემოპარებას,
შენ ხომ აქვე ხარ...შენი სითბო ჯიბეში მიდევს...
ანუ ახალი სტრიქონი მაქვს უკვე ფურცელზე,
და გული ასე გამალებით ამიტომ მიცემს...
წვიმა ხმაურობს ყვითელ ფოთლებზე...
შენი სინაზე ისე მშვიდია,
რომ ვერ გიჩერებ მზერას თვალებზე...
რომ ვეღარ ვამჩნევ ცივი ჰაერი,
ხელებს მიყინავს როცა ვარ მარტო...
შენთან მოვდივარ...გული გააღე,
რომ ეს ყინული ღიმილით ალღვო...
და მომაშორე მოგონებები
წუთების...როცა იყავი სხვაგან...
მე კი ლექსებთან შენზე კამათში,
დროის შეგრძნებას ვკარგავდი, რადგან...
ის გადის სწრაფად და არ კითხულობს,
უნდა თუ არა ვინმეს გაჩერდეს...
იცი? რამდენჯერ მომდომებია
დროის უკუსვლა შეიძლებოდეს...
Nika norieli - Dges
No comments:
Post a Comment