არ ვიცი როგორ გამოვსახო გზაჯვარედინი
და არც ის ვიცი გამოსახულს რომელ გზას გავყვე...
მომავლის ფიქრებს სამწუხაროდ არ ვარ ჩვეული
ამიტომ დღეის მელოდიას მომინდა ავყვე...
როგორც იტყოდნენ უწინდელად ხვალემ-ხვალისა
უნდა იკითხოს...და მე დღესაც არ ვეკითხები...
რადგან ბედსა ვარ მინდობილი...ნება უფლისა,
როგორც ისურვოს ჩემი თავი ისე ვიქნები...
არც იმას ვამბობ მეამბოხე სული არ მაქვს თქო,
ანუ არ მინდა მე ვინმესი ჩოხა დავხიო...
ამიტომ ასე დეფიზივით გაჩხერილი ვარ
და ვერ გავიგე სანუგეშოდ რა ავარჩიო...
მე ეხლაც ვხედავ როგორ ქრიან ჩემს წინ ქარები,
და გაყვითლებულ ფოთოლცვენას მუხლზე ვუდგები...
დღეს გამალებით გულში რეკენ ბრძოლის ზარები,
პულსი ჩქარდება მაშინ როცა შენ მელანდები...
და ესეც მყოფნის რადგან მეტი უკვე აღარ მაქვს,
მაგ შენს ბაგეებს მხოლოდ ძილში ვეალერსები...
თუ მონატრებას ქვეყანაზე რამე ფასი აქვს,
მაშინ ძვირფასო! მომილოცე ! მე გავმდიდრდები...
Nika norieli - Fotolcvena

No comments:
Post a Comment