გავალექსღმერთებ ფურცელზე მუზას,
სიტყვას გავაქცევ,როგორც ველურ ცხენს.
აღარ ჩავუშვებ არასდროს ღუზას,
გავაასმაგებ სისხლში ქართულ გენს.
ჰაერში ფაფრის შრიალით მფრენი,
რომ გადალახავს კლდეებს,მთა-გორებს,
ვერ შეაშინებს კარიბჭის ბჭენი...
ქარის შრიალი ტკივილს აგონებს.
იხსენებს იყო, როცა დაჭრილი
და მოელოდა სხვებისგან შველას,
ვერ დაინახა ვერსად აჩრდილი.
ვინ შეუჩერებს მას სისხლის ხველას?!
უნდა იცოცხლოს,უნდა იქროლოს,
მდელოზე ველურ ცხენების ჯოგმა.
რომ სიბოროტემ შველა ითხოვოს,
გადასხვაფერდეს გულებში ბოღმა.
აღარ ისმოდეს ტირილი,ოხვრა.
მსოფლიო მინდა სიკეთით მოვრწყა...
დავდო ბიბლია,მივიღო დოგმა,
კვლავ ჩაირბინა ცხენების ჯოგმა...
Nika norieli - Veluri Cxenebis jogi
No comments:
Post a Comment