ნიკა ნორიელი - ვედრება

ჩვენს ისტორიას არც დასაწყისი და არც ბოლო აქვს,
თითქოს გაგვიწყდა დაბადებით, უბრალო ფრთები.
მგონი გაგვიქრა ის ფიქრები ბავშვობას, რომ გავს
და ახლა დროის უსახური სიძუნწით ვტკბებით.

ყვითელ ფურცლებზე შემონახულ სიტყვებს ვიხურავთ
ქუდად, რომ ჩვენში გაუკვდავდეს დრო სიხარულის.
სადაც წინაპრებს მიწა-წყალი სისხლით მოურთავთ
და შეუნახავთ რელიგია პირველ მოწამის...

ვცხოვრობთ წარსულით...დღესაც ვცდილობთ თავისუფლება,
რომ მოვიპოვოთ ჩვენ ტანჯული ამირანივით,
და გზა მიზნისკენ მიმავალი თუ დამთავრდება,
მაშინ დავიწყებ არსებობას ფიროსმანივით.

დავხატავ ფერად საქართველოს ლაღს...და სიხარულს
დავთესავ ხალხში მე, ზეციდან წვიმის წვეთებით.
გულებში მაინც დავიბრუნებთ მიწებს დაკარგულს...
მუხლმოდრეკილი მივეშურე ხატთან ვედრებით....


Nika norieli - Vedreba

No comments:

Post a Comment