დღეს უფრო მშვიდად ვატარებ დედამიწას,
ბედის სტიქარი შემოვიცვი...
ვიცი შენს თიხით ნაძერწ ხელს,
ისევ მორიდებით გამომიწვდი...
დასიმფონიობენ ჩვენი მელოდიის
ნოტები სითბოთი დაწერილი...
გუშინ ერთმანეთი, რომ ვერ დავინახეთ
გულის კედელი მაქვს დასერილი...
თუკი საგიჟეში ისევ გამომკეტავთ,
გეტყვით - ცხოვრებაა საგიჟეთი...
მე და უსულობა სიტყვას შემოგბედავთ
-აქვე დაანგრიეთ - სამსახიობეთი...
ანუ გააჩერეთ ძუნწი მესაათე
ყველა წუთის შემდეგ სიკვდილს ველოდები...
ცეცხლი წაუკიდეთ ფურცლებს - ნალექსღმერთალს...
დღეს მე დედამიწას ვეღარ ვეგუები...
აჰა შენ სტიქარი...აჰა ბედისწერა...
სულო ! ცხრა მთას იქით სადმე გადამალე...
მხოლოდ ერთადერთი...ისევ ლექსის წერა...
ჩემთან დატოვე და მერე გამეცალე...
ისე გამეცალე, როგორც ლურჯა ცხენი
არ დააბრუნებდა ვიცი - გალაკტიონს...
ნურც შენ დაბრუნდები...ვივლი სულშიშველი,
მაინც აღარ მინდა კუდში დიდხანს მსდიო...
მხოლოდ ორი რამე...მხოლოდ ორი რამე...
მისი არსება და ჩემი ლექსის წერა...
სულ ეს მჭირდება რომ დიდი სიყვარულით
ისევ გავაგრძელო ჩუმი მიმოწერა...
დღეს უფრო მშვიდად ვატარებ დედამიწას,
ბედის სტიქარიც შემოვიცვი...
ვიცი შენს თიხით ნაძერწ ხელს,
ისევ მორიდებით გამომიწვდი...
Nika norieli - Dges ufro mshvidad vatareb dedamiwas
ბედის სტიქარი შემოვიცვი...
ვიცი შენს თიხით ნაძერწ ხელს,
ისევ მორიდებით გამომიწვდი...
დასიმფონიობენ ჩვენი მელოდიის
ნოტები სითბოთი დაწერილი...
გუშინ ერთმანეთი, რომ ვერ დავინახეთ
გულის კედელი მაქვს დასერილი...
თუკი საგიჟეში ისევ გამომკეტავთ,
გეტყვით - ცხოვრებაა საგიჟეთი...
მე და უსულობა სიტყვას შემოგბედავთ
-აქვე დაანგრიეთ - სამსახიობეთი...
ანუ გააჩერეთ ძუნწი მესაათე
ყველა წუთის შემდეგ სიკვდილს ველოდები...
ცეცხლი წაუკიდეთ ფურცლებს - ნალექსღმერთალს...
დღეს მე დედამიწას ვეღარ ვეგუები...
აჰა შენ სტიქარი...აჰა ბედისწერა...
სულო ! ცხრა მთას იქით სადმე გადამალე...
მხოლოდ ერთადერთი...ისევ ლექსის წერა...
ჩემთან დატოვე და მერე გამეცალე...
ისე გამეცალე, როგორც ლურჯა ცხენი
არ დააბრუნებდა ვიცი - გალაკტიონს...
ნურც შენ დაბრუნდები...ვივლი სულშიშველი,
მაინც აღარ მინდა კუდში დიდხანს მსდიო...
მხოლოდ ორი რამე...მხოლოდ ორი რამე...
მისი არსება და ჩემი ლექსის წერა...
სულ ეს მჭირდება რომ დიდი სიყვარულით
ისევ გავაგრძელო ჩუმი მიმოწერა...
დღეს უფრო მშვიდად ვატარებ დედამიწას,
ბედის სტიქარიც შემოვიცვი...
ვიცი შენს თიხით ნაძერწ ხელს,
ისევ მორიდებით გამომიწვდი...
Nika norieli - Dges ufro mshvidad vatareb dedamiwas
No comments:
Post a Comment