აივნის ქვეშ უსიმღეროდ შემთვრალები მღერიან
დილამ ღამე გაუთენა ზნედაცემულ სიბნელეს...
როცა გულის სისხლძარღვები წამდაუწუმ კვდებიან...
მაინც ვიგრძნობ ნაოჭებში შემორჩენილ სიმხნევეს...
გახსოვს როგორ წვიმდა მაშინ,როცა წვიმა არ იყო?
თმებზე როცა გაფარებდი ლექსებიან ფურცლებს...
შენ კი, მშვიდად მიღიმოდი...დამცინოდი რატომღაც
და მე მორცხვი ბავშვისავით ვერ ვეძებდი სიტყვებს...
წვიმა ისევ მოდიოდა,თუმცა ვიცი არ წვიმდა
და წამწამებს როგორც სიმებს ვეხებოდი ხელით...
თითქოს ჩვენი პულსაცია ხშირდებოდა საგრძნობლად,
სათქმელი კი ითქმებოდა მხოლოდ მშვიდი მზერით...
მაშინ წამი გარდაიქმნა ჩემთვის ათასწლეულად
და დღემდე მაქვს მოტანილი ის ორმოცი წუთი...
ვიცი ჩემი შვილიშვილიც მოუყვება თავისას,
როცა ჩემგან დარჩენილი გაიხსენება ყუთი...
ეტყვის როგორ წვიმდა მაშინ როცა წვიმა არ იყო,
ეტყვის როგორ დაგისველდა მოყავისფრო თმები...
მაშინ როცა ხშირდებოდა პულსაცია საგრძნობლად...
კვლავ ჩამესმის იმ წვეთების უხმაურო ხმები...
Nika norieli - Wvimda mashin, roca wvima ar iyo

No comments:
Post a Comment