გადასხვაფერებულად გული მიცემს თითქოს და
ღამით ისევ ჩნდებიან ჩემთან სერაფიმები.
უსიზმროდ დარჩენილი ზეცა რუხად გათენდა...
ქარმა შემომაყარა წართმეული ფიქრები.
მივუყვები ბილიკს და ვხვდები უკვე გახუნდა
ერთი ღერი თამბაქოთი გაჩენილი რითმები...
ვიცი ჩემი უსულობა უღმერთობის ბრალია და
თუკი უფალს დავიბრუნებ ბედნიერი ვიქნები....
გულში შავად დარჩენილი ბოღმა - გასიყვარულდა
შემეცვალა ხელწერა და წარმოთქმული სიტყვები...
მერე შენთან არსებობა სიკვდილამდე მომინდა და
სენტიმენტის იდუმალი დავანგრიე კარვები...
ეხლა როცა უშენობით ყველაფერი გაჩუმდა,
მეჩვენება, რომ ჩნდებიან ჩემთან სერაფიმები...
და უსიზმროდ დარჩენილი ზეცა რუხად გათენდა
ქარმა შემომაყარა წართმეული ფიქრები...
Nika norieli - Gadasxvaferebulad

No comments:
Post a Comment