დღეს ულექსობას ბნელ ოთახში თამამად ვკარგავ,
ვამჩნევ სიჩუმის მელოდია სიტყვებს, რომ ბადებს...
და ემოციას მე ნაგროვებს, ფურცლებზე ვფლანგავ,
გულიდან ვფერთხავ მტვრიან დარდებს, დიდი ხნის ნადებს...
აუღელვებლად თეთრ აჩრდილებს სარკმელთან ვლანდავ,
თუმცა სიბნელე აშავთეთრებს მათ ნათელ ფერებს...
და გონებაში მე იდუმალ პეიზაჟს ვხატავ,
ჯიბიდან ტუჩზე ვაადგილებ თამბაქოს ღერებს...
ამ სამყაროდან, სადღაც სხვაგან, ხის ხიდებს ვაბამ,
ხშირად ვასვენებ მუშაობით გათიშულ ხელებს...
და ზოგჯერ ფსევდო ღირსებებსაც ამაყად ვლახავ,
უბრალოების სიყვარულით ვატარებ - წვერებს...
რეალობისგან ჩამოხეულ ოცნებებს ვლამბავ,
ვუსმენ უტიფრად ამ პირიდან წარმოთქმულ ბგერებს...
და სულში ისევ, ულექსებო საღამოს ვმართავ,
ისევ დავეძებ გამოგონილ სიკეთის კერებს...

Nika norieli - Dges uleqsobas bnel otaxshi tamamad vkargav

No comments:
Post a Comment