სექტემბრის წვიმამ დაგისველა ეგ წამწამები,
მე კიდევ ცრემლი ჩამოსდის თქო გავიფიქრებდი...
და მორიდებით იმ სისუსტეს გამოვხატავდი,
შენი სახელი, რომ დავარქვი ათასი წლის წინ...
ათასი წლის წინ... მაშინ იდგა მახსოვს - ზამთარი
მახსოვს გვათოვდა ერთმანეთით ტუჩებ გამთბარებს...
მიწა კი იყო ნათოვლარით კარგად გამძღარი,
ხელით ვითვლიდი დატოვებულს შენგან - ნაკვალევს...
ვეძებდი წვიმად გადაქცეულ - თოვლიან ღამით
ადგილს მე, სადაც უშენობა არ მიგემია...
ის ქოხი მინდა ავაშენო, რომ დამაქვს გულით,
თუ ვნახავ ადგილს, თუ არადა არ მიწერია...
მე სიხარული, ანუ ვარდნა თავისუფალი,
როცა გგონია, რომ ჰაერი მხოლოდ შენია...
როცა ცხოვრების აღარა ხარ ჭირისუფალი...
როცა გრძნობები ამ სიტყვებზე ბევრად მეტია...
ცისარტყელებით მოირთვება ათი კვადრატი,
შემოფრინდება სიყვარულის მშვიდი ფერია...
ძვირფასი ქვა ხარ... სამიათას შვიდი კარატი,
მთელი სიცოცხლე უზრუნველად ყოფნა ჩვენია...
რადგან ვართ ისევ გაზეთებით მორთულ ოთახში,
რადგან ლექსები იატაკად, კიდევ აგია...
ვარსებობთ ერთად, ანუ ქოხი აქ არის - გულში...
ჩემი არსება, შენი სულის ანარეკლია...
Nika norieli - Atasi wlis win

No comments:
Post a Comment