რევაზ ამაშუკელი - VIA DOLOROSA

…მივყვები უხმოდ
ამ ვიწრო ქუჩას,
აქეთ და იქით
ახორხლილა ჭრელი დახლები,
ვერცხლის სურებით,
ფარდაგებით,
კრიალოსნებით…
ირგვლივ ტრიალებს
მოხალული ყავის სურნელი…
- “ხალას”:
არაბი კვლავ მთავაზობს
ჯვრებსა და ხატებს,
რადგანაც მიცნო, მიმამგვანა,
ვარ ქრისტიანი!

სიმონ ჩიქოვანი - უცნაური სურვილი

ჩემი სიკვდილი თუ მოვა მარტოდ,
უნდა ვიცოდე სახება მისი.
ის უნდა იყოს ზედმეტად სათნო
და თავწაკრული სამშობლოს ნისლით,

სიტურფით ჰგავდეს პატარძალს მინდა,
ოსტატის მკლავი ამკობდეს კიდეც.
ხელსაწყოდ ჰქონდეს ობოლი რითმა
და თიბვის ნაცვლად ჩუქურთმას სჭრიდეს.

ფრთა მომიქსოვოს გარანდულ ჩხირით
გადამაფაროს ლამაზი ფრთენი.
გვალვაში მარგოს კოპიტის ჩრდილი
და ცაზეკვალი,მდინარის მჩენი.

მარტო თუ მოვა, ლამაზი იყოს,
ვით ქალაქის მთებით შემკული ვაზი.
მე დამამსგავსოს ვენახის ჭიგოს,
შემომეხვიოს ვაზივით ნაზი.

წაიღოს ჩემი სიცოცხლის ჩრდილი,
წალკოტში დამრგან გამრჯე მკლავებით.
და მაშრიალოს დამე და დილით
ფართო ფოთლებით და ვარსკვლავებით.

ანა კალანდაძე - ო, მე კი არა, გული ხარხარებს

როცა ნამიან ველზე გავივლი
ნამი ბალღივით მართობს,მახარებს...
ქარო მოიტა ატმის ყვავილი,
ქარო,ფოთლებიც შემომაყარე...
როგორც გიჟი,ო როგორც გიჟი,
თმააწეწილი მოლი ხარხარებს...
ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით
და ხელუკუღმა შეშომაყარეს...
და მეც გავგიჟდი... ო მე კი არა,
გული ხარხარებს, გული ხარხარებს...
და შენ,ქუჩაში რომ გაიარო,
ფოთლები წაღმა შემომაყარე....

ვალერიან გაფრინდაშვილი - 8 აგვისტო

პოეზიისთვის თავის თავი ვინ გაიმეტა,
ერთი ფიქრის ქვეშ თავისი დღე ვინ დააღამა.
ახალი ლექსი გამიტაცებს ახალ იმედით,
ეს არ იქნება “სევდის ბაღი“ და არც “შახმანე“.

ვინ დაინახა გარმონია მსრბოლავ ღრუბლების
და ზღვის ტალღების აღსარება ვინ გაიგონა,
უნდა მოვიდეს დრო ნეტარი, დრო დაუფლების,
აღდგეს ყოველი შექსპირულ და უკვდავ სტრიქონად.

გენრი დოლიძე - არის აქ ვინმე?

დამაქვს თვალებით საკაცობრიო სევდა...
სისხლში გახსნილი მთელი მსოფლიოს იარა
ბედჩამქრალ სულში ციცინათელებს ვსდევ და
მტკივა ცრემლებიც, მარტო თვალები კი არა...
მტკივა განცდებიც, დაღლილი ლექსის სამხარი.
(არ გადმოვარდე, მზეო, რა მაღლა ასულხარ?!)
_ არის აქ ვინმე? _მე ვეკითხები სამყაროს
და, როგორც წესი, არ მაქვს კითხვაზე პასუხი..

გენრი დოლიძე - ანგელოზის ცრემლები

ბავშვობიდან გულში მქონდა
საოცნებო, ერთი რამ,
რომ ოდესმე ჩემს მკლავებში
ლამაზ გოგოს ეტირა...
მტკიოდა და რომ გავიგე
გულის წამლის რეცეპტი
ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო
მტირალ გოგოს ვეძებდი...
ვერ ვპოვე და დავიღალე
ბევრი ძებნა-ლოდინით.

ბათუ დანელია - ადამიანი

წინ ისე მიდის, თითქოს არ სურს მოესწროს მკვდარ მზეს –
ამაო წინსვლა, ღმერთის შექმნილს, რად აქვს მისჯილი?!
ადამიანი, ალბათ, მალე გაივლის მარსზეც,
დედამიწას კი კვლავ უკვდება შვილი შიმშილით...

ადამიანი წინ ისევე ჯიქურად მიდის,
არადა, ზოგჯერ, გზას უკანაც უჯობს მოხედოს,
თორემ, არათუ ჯოჯოხეთი არსებობს, თვით ის
სამოთხის ბაღიც არ იქნება უჯოჯოხეთო!

არჩილ სულაკაური - მამული

არ ვიცი, ამას რა ჰქვია,
როცა მთაწმინდა აქვეა,
როცა აქვეა მტკვარი...

გაბრიელ ჯაბუშანური - არ გჭირდებით შენ და მავანს

არ გჭირდებით შენ და მავანს
მომღერლად და მაქებრად?
არ მომისმენთ კენტად მავალს? _
ეგ მადარდებს ნაკლებად!
სხვებს სჭირდებათ, მარტვილს მჯერა,
ლექსთა ჩემთა ზვირთები,
და მეც ვიწყებ მათთვის მღერას
ვისაც მეტად ვჭირდები!

გაბრიელ ჯაბუშანური - ამაოდ მიხმობ

ამაოდ მიხმობ!
ხომ სულერთია:
ჩვენ ვერასოდეს ვერ დავზავდებით.
შენი საუფლო ხევსურეთია,
მე – სამყაროშიც ვერსად ვთავსდები!

გაბრიელ ჯაბუშანური - აპრილი ჩამომძახოდა

მარტს სუსხის კბილი მოვტეხე,
ლიხი დავხვიე მთა–ხევსა,
ზვავთა ზღუდენი მოვჩეხე, –
ხრამში ხომ ხედავ ნახმლევსა, –
თვით თეთრთა მთათაც მომხედეს
და მწვერვალებმაც მნახესა.

ოთარ ჭილაძე - ადამიანი უფრო მეტია

ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია...
მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი
და გადის მისი მოკლე ცხოვრება 
შურში, მტრობაში და სიძულვილში.
შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, 
მე თუ... რაღაცით ვარ ბედნიერი...

ტარიელ ხარხელაური - მანძილი შენამდე დიდია

მანძილი შენამდე დიდია, 
შენიდან ჩემამდე - არც ისე 
ამინდი საგრძნობლად მშვიდია, 
მანცვიფრებ... 

აკაკი წერეთელი - გაუბედავი სიყვარული

ათი წელი,
მწარედ მწველი,
გულს მიდაგავს ტრფიალება!
და უბრალოდ
სავალალოდ
ჩემს გულშივე იმალება

ნიკოლოზ ბარათაშვილი - შევიშრობ ცრემლსა

შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,
გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,
და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს,
შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს!