ანანო გზირიშვილი - სველი ლექსების სუნი

დრო გადის, ცოდვები მაწვება,
ისევ მეწამლება სული.
სუნთქვას მიშლის ეს ფიქრები,
და სველი ლექსების სუნი.

რაღაც მისტიური გემო აქვს
ლექსით გამოწვეულ სევდას,
ფიქრით გაწამებულ სიცოცხლეს
-უძილო ღამეებს, რომ სდევდა.

...და კვლავ იდუმალად ანათებს
ზეცაში გაჭედილი მთვარე.
და კვლავ გულს მოაწვა ტკივილი,
და... სიმწრის ცრემლები ვღვარე.

სიცივით გაყინულა ხელები,
ლექსით მეწამლება სული.
რა ვქნა? ვერ დავივიწყე ვერაფრით
ამ სველი ლექსების სუნი.

anano gzirishvili - sveli leqsebis suni

2 comments:

  1. ჩემი ლექსია ეს და ჩასწორება მინდა და დამეხმარება ვინმე? ^^

    ReplyDelete
    Replies
    1. მოგვწერეთ იმეილზე.

      ggpoets@gmail.com

      Delete