ახლა დამდგარია ჟამი გარინდების,
ღამეს შეხიზნული გაკრთება საყურე,
ფიქრიც ზედმეტია თავის არიდების,
უკან მიბრუნდება,რაც დავიმსახურე.
შენი ყველა სიტყვა გრძნობის დამტევია,
ჩემებრ აღტაცებას უხდება სიფიცხე,
თავზე დამატყდება დილას გამთენია,
სად კი უსაზმანოდ რაიმე ვიფიცე.
ცოდვის დედამიწა ერთი გლობუსია,
სადაც ღმერთს აჰკიდეს ადამის სიმძიმე,
ჩემი არსებობა ტანჯვა-კვდომუსია,
ნამდვილ სიკვდილამდე უბრალოდ ვიძინებ.
მალე გამეცალე,ქალო ნისლისფერო,
მალე გამეცალე,თორემ დავიჯერებ!
უცხო მაგნოლიავ,უნდა მოგეფერო,
სანამ ქიმერები ხელებს დამიჭერენ.
გლობუსის ბზრიალი გაექცა მარწუხებს,
ტრიალებს აფრიკა,აზია,არქტიკა...
და მე მაღელვებს,მტანჯავს და მაწუხებს
უგალაქტიონო გალაქტიკა!
lasha-giorgi - ugalaktiono galaktika
No comments:
Post a Comment