ლაშა-გიორგი - მტკვარს

ჩუმად!ჩუმად!უგდე ყური,
როგორ ოხრავს მღვრიე მტკვარი,
გაიხსენა არნახული,
წლები მძიმე,წლები მტკბარი.
ნახე!ნახე!როგორ უცებ
მოიგონოს თამარები,
ნახე გული როგორ უცემს,
როგორ მორბის გამალებით!
ახსოვს,როგორ ეცემოდა ჩრდილი ხოხბის და მიმინოს,
სხვანაირად ახმაურდეს მეტეხთან თუ ჩაირბინოს.
ნახე!როგორ მეგობრულად მოიკითხოს ნარიყალა,
მერე რა რომ შორი გზა აქვს!მერე რა რომ დაიღალა!
ყური უგდე!არ ჩაგესმის რითმა ვეფხისტყაოსანი?!
არ ჩაგესმის როგორ მოსთქვამს წარსულიდან შაოსანი?!
ეს მტკვარია!
არეკლილი ჩვენი სახლის დარაბებზე!
მოგიყვება მონღოლებზე,მოგიყვება არაბებზე...

მის ტალღებში თავს იხრჩობდნენ გამცემები მამულისა!
ნახე როგორ აიმრიზა!ნახე როგორ გაგულისდა!
მახსოვს!
ერთხელ ბავშვობაში ვეღარ ვგრძნობდი ფეხქვეშ რიყეს
და ტალღებმა უვნებელი მის ნაპირზე გამომრიყეს!
ბედნიერი რომ ლოცავდნენ ჩემნაირის მას დედები,
მტკვარი აღარ ბობოქრობდა და ვიდოდა შედედებით!
მისი წყალი უსვამს ვაჟას,მისი წყალი უსვამს რუსთველს,
ნახე როგორ მოისწრაფის!
მტკვარი უსტვენს!
მტკვარი უსტვენს!
ნიჩაბებიც უგემია თურქის ნავის,სპარსის ტივის,
ნახე როგორ აიქოჩრა!
მტკვარი კივის!
მტკვარი კივის!
მის ნაპირას ბოლთას ცემდნენ ტატო,გრიგოლ და ილია!
მტკვარი სულ სხვანაირია!
მტკვარი სულ სხვანაირია!
დაე მოვკვდე მის ტალღებში,დე დავიღრჩო მე ახლავე!
ვიცი,რომ მე მტკვრის ტალღები შესაფერად დამმარხავენ!
მხოლოდ ჩოხა-ახალუხი ჩამაყოლეთ,კიდევ ხმალი!
ვფიცავ მშვიდად განვისვენო,დარდი არა მქონდეს ხვალის...
ნახე!როგორ გატრუნულა,რომ დანათის ღამით მთვარე!
ვეღარ იცნობ თუ ისაა,ის ცელქი და ის მშფოთვარე...
მოდის ზათქით,
მოდის ზათქით,
მოიმღერის,მოდის რიხით,
სულ ამაყობს იალბუზით,სულ ამაყობს მოძმე ლიხით!
მისი ჭირის,მისი ლოცვის,მისი ცრემლის დამტევია!
ეს მტკვარია!
საქართველოს უმთავრესი არტერია!
ღმერთო!ღმერთო!ნუ მომასწრებ დაეცალოს მტკვარს ჭალები!
დაეცალოს ხარფუხები,დაეცალოს ავჭალები...
ვგრძნობ!
სულში მაქვს მისი სუნთქვა,
ძარღვით დამაქვს მისი სითხე!
თუ არ გჯერა დამაფიცე!
თუ არ გჯერა გამომკითხე!
რომ მტკვარი მყავს მე ზღაპრებში და მიყურებს მითებიდან!
ღელავს,თრთის და ანც ბავშვივით გარბის ჩემი თითებიდან!
ჩუმად!ჩუმად!უგდე ყური!
როგორ ოხრავს მღვრიე მტკვარი!
გაიხსენა არნახული
წლები მძიმე,წლები მტკბარი...
ჩუმად!ჩუმად!მოვუსმინოთ!გავიხსენოთ ისტორია!
მტკვარი ღელავს!მტკვარი კვნესის!მტკვარი-ჩვენი სისწორეა!

lasha-giorgi - mtkvars

No comments:

Post a Comment