მორის ფოცხიშვილი - ნადირობა

ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და...
ფრრი...
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს,
ვაიმე,ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს.
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველას სიამეს ვგვრი,
ავფრინდები და...ვაიმე!-
ავფრინდები და...
ფრრი...
ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,-
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდე,
ავფრინდები და...
ფრრი...

Moris Focxishvili - Nadiroba
მორის ფოცხიშვილი - ნადირობა

No comments:

Post a Comment